ქუთაისში აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ბერა ივანიშვილის მიერ სახელმწიფო მაღალჩინოსნების დამხარებით სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელებას აპროტესტებენ, ქუთაისის მერს სიმღერა ,,რაც მამას უნდა’’ მიუძღვნეს.

ამით აქციის მონაწილეებს იმის თქმა სურდათ, რომ იოსებ ხახალეიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებელია და იმას აკეთებს, რაც ქვეყნის არაფორმალურ მმართველს ხელს აძლევს.

 

აქციის მონაწილეები მერიის გარე პერიმეტრზე წარწერის ,,ბერა სატანა’’ გაკეთებას აპირებდნენ, რის უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

,, დამაჯარიმონ, ოღონდ ნუ ამიკრძალავენ. ამის აკრძალვა უკვე უკანონობაა. მერთან შეხვედრა ვითხოვე და არ შემხვდა. იოსებ ხახალეიშვილი სატანა ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლი მერია,’’-ამბობს აქციის ერთ-ერთი  მონაწილე.

ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ფარულ აუდიო ჩანაწერს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ რეჟიმის ძალადობრივი სახე უკვე აშკარაა და ხელისუფლება დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *