ქუთაისის მერიის სოციალურ სამსახურს სოციალური მუშაკის
შტატი დაემატა. როგორც მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ფიქრია ხაჭაპურიძე განმარტავს, სოციალური მუშაკი 18 წელს ზევით ადამიანებთან იმუშავებს, მათ შორის არიან სოციალურად დაუცველი ხანდაზმული პირები, შშმ პირები.
სოციალური მუშაკი მერიაში შესული განცხადებების და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე მოახდენს რეაგირებას, რაც შესწავლას, სკრინინგსა და პირველად შეფასებას მოიცავს. ასევე, მიზნობრივი ჯგუფის იდენტიფიცირებას და მათ ჩართვას არსებულ მუნიციპალურ ან სხვა ნებისმიერ სამთავრობო ან არასამთავრობო დონეზე არსებულ პროგრამებში. სოციალური სამუშაოს დასრულების შემდეგ განხორციელდება მონიტორინგი.
კადრის შერჩევა კონკურსის საფუძველზე მოხდება.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე