სამოქალაქო აქტივისტი აკაკი საღინაძე წითელგვარდიელი ვასილ კიკვიძის
ძეგლის დემონტაჟის შესახებ სამართლებრივ დავას იწყებს. აკაკი საღინაძე მ მიმართვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქუთაისის განყოფილებაში შეიტანა. მისი თქმით, ქვეყანაში, რომელსაც რომელსაც ევროატლანტიკური ორიენტაცია აქვს აღებული, კომუნისტურ იდეოლოგიასთნ დაკავშირებული ძეგლების არსებობა არამიზანშეწონილია და ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს,, თავისუფლების ქარტიის შესახებ”.
,,კანონი,, თავისუფლების ქარტიის” შესახებ განსაზღვრავს, რომ დაუშვებელია კომუნისტური იდეოლოგიის გამომხატველი საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების და სხვათა არსებობა ქვეყნის ტერიტორიაზე საჯარო სივრცეში. იმისთვის რომ კანონი აღსრულდეს და ძეგლის დემონტაჟი დაიწყოს, სუსმა უნდა შექმნას კომისია, კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ეს ძეგლი უკანონოა და დაავალოს შესაბამის უწყებებს ვასილ კიკვიძის ქანდაკების დემონტაჟი. სამოქალაქო საზოგადოებისთვის მიუღებელია ქვეყნის ტერიტორიაზე ისეთი ძეგლების არსებობა, რომელიც პირდაპირ კავშირშია საბჭოთა კავშირთან და კომუნისტურ, ტოტალიტარულ იდეოლოგიასთან” – ამბობს აკაკი საღინაძე.
ვასილ კიკვიძის ძეგლი ქუთაისში 1959 წელს დაიდგა. იგი მოქანდაკე ვალერიან მიზანდარმა შექმნა.
ვასილ კიკვიძე ქუთაისში 1895 წელს დაიბადა. იყო რუსეთში მოღვაწე ესერთა პარტიის წევრი, საბჭოთა რევოლუციის გმირი, მეთაურობდა წითელი არმიის სხვადასხვა დანაყოფებს. 1917-1918 წლებში მეთაურობდა წითელი არმიის ბრძოლას უკრაინაში და მონაწილეობდა ჟიტომირის აღებაში, რომელიც ქუთაისთან დაძმიბოლებული ქალაქია. დაიღუპა 1919 წელს თეთრგვარდიელებთან ბრძოლაში.