დღეს, თბილისში დაგეგმილ ნიკა მელიას მხარდამჭერ
multicat=50 აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან. 500-მდე ადამიანი დედაქალაქში უკვე გაემგზავრა. მათ შორის არიან პოლიტიკური პარტიების წევრები და აქტივისტები.
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახლა ბრძოლის ეპიცენტრი არის თბილისში, რუსთაველის გამზირზე. ასეულობით ადამიანი შეუერთა ქუთაისიდან. მთავარი მოთხოვნები არის ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. ყველა პატრიოტის ადგილი არის ამ აქციებზე. ოკუპაციიდან ასი წლის თავზე არ უნდა დავუშვათ, რომ ისევ ბოლშევიზმი დაბრუნდეს,”-განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა, გიგა შუშანიამ.
აქცია პარლამენტთან 15:00 საათზე დაიწყება. 13:00 საათზე კი ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას სახელწოდებით: “მსვლელობა თავისუფლებისთვის” მოაწყობენ. გაიშლება დამატებითი კარვები.