26 თებერვალს თბილისში დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან.

ქალაქის ცენტრალურ ბულვარში გაშლილ კარავს დღეს აიღებენ და აქტივისტები თბილისში გადაინაცვლებენ. თბილისის აქციას უერთდება ,,ნაციონალური მოძრაობაც’’. აქციის მონაწილეები პოლიტ.პატიმრების განთავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ.

 

,,ვინაიდან პროტესტის ეპიცენტრი დედაქალაქი გახდა, მივიღეთ გადაწწყვეტილება, რომ ჩვენი საპროტეასტო კარავი თბილისის აქციებს შეუერთდეს. სიმბოლურია, რომ დღეს 25 თებერვალია. 100 წლის წინ მოხდა საქართველოს ოკუპაცია. დღესაც ბოლშევიზმის სურნელი ტრიალებს და თავისუფლება აუცილებლად გაიმარჯვებს ბოლშევიზმზე,’’-ამბობს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიგა შუშანია

ვადამდელი, რიგგარეშე არჩევნების მოთხოოვნით ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში  საპროტესტო კარავი თითქმის ერთი თვის განმავლობაში იყო გაშლილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *