საკოორდინაციო საბჭოს სხდომა დასრულდა. საბჭომ შეზღუდვების
შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, სამთო კურორტებზე სასტუმროები 25 თებერვლიდან გაიხსნება, ხოლო აქ არსებული საბაგიროები 8 მარტიდან.
მისივე თქმით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ფუნქციონირებას 25 თებერვლიდან დაიწყებს.
რესტორნები ფუნქციონირებას შიდა სივრცეში 1-ლი მარტიდან ბათუმში, ხოლო დანარჩენ ქალაქში 8 მარტიდან განაახლებენ. რესტორნებს დადგენილი რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ.
კონფერენციები და ტრენინგების ჩატარება 1-ლი მარტიდან განახლდება.
სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას 15 მარტიდან განაახლებენ.
საბავშვო ბაღები გაიხსნება 1-ლი მარტიდან, 2 კვირაში ერთხელ ტესტირების პირობით. უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები პრაქტიკულ მეცადინეობას და გამოცდების ჩატარებას საუნივერსიტეტო სივრცეში 1-ლი მარტიდან შეძლებენ. სასწავლო პროცესი აუდიტორიებში კი 15 მარტიდან აღდგება. სასკოლო წრეები 15 მარტიდან განახლდება.
მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას პირველი მარტიდან განაახლებენ. თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას 1-ლი აპრილიდან.
არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით განახლდება 8 მარტიდან.
1-ლი მარტიდან ქვეყანაში ვიზიტორები შემოსვლას შეძლებენ სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან, ბელარუსიიდან. სახმელეთო საზღვრებზე შენარჩუნდა დღეს მოქმედი რეჟიმი.
ძალაში რჩება კომენდანტის საათი საღამოს 21:00 დან დილის 05:00 საათამდე.
პრემიერი მოქალაქეებს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს.