ქუთაისში 12 თებერვალს დაკავებული ექვსივე აქტივისტი გაათავისუფლეს.

მათგან სამს ფულადი ჯარიმა დაეკისრა, სამის სასამართლო პროცესი კი გადაიდო. გათავისუფლებული აქტივისტები ამბობენ, რომ ჯარიმა უკანონოა და გადახდას არ აპირებენ.

 

,, წყალზე მივდიოდი როცა პოლიციამ დამაკავა. სასამართლოზე არანაირი ბერკეტი რომ არ ჰქონდათ, თქვეს, რომ როცა მაკავებდნენ, პოლიციელს სახეში ქუდი ხუთჯერ დავარტყი, რაც სიცრუეა. არსებობს კადრები, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციას წინააღმდეგობას არ ვუწევ,”-ამბობს გათავისუფლებული აქტივისტი მიხეილ ღვინეფაძე.

დაკავებულ აქტივისტებს ბრალი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის მუხლით წაუყენეს.

12 თებერვალს სამოქალაქო აქტივისტებმა ქუთაისის მერიაში შესვლა და მერთან შეხვედრა ითხოვეს, ისინი კომენდატის საათის დროს ქუთაისის მერის რესტორანში ვიზიტს აპროტესტებდნენ. მერიის შენობაში შესვლის უფლება აქტივისტებს სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირების დროს 6 აქტივისტი დააკავეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *