Გუშინ საპროტესტო აქციაზე დაკავებული
Რამდენიმე აქტივისტი გაათავისუფლეს, ნაწილის სასამართლო პროცესი გადაიდო. Გათავისუფლებულებს შორისაა მიხეილ ღვინეფაძე, რომელსაც სასამართლომ გირაოს სახით 1200 ლარი შეუფარდა. ღვინეფაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის 4 აქტივისტია გათავისუფებული.
“Უსამართლო იყო ჩემი დაკავება. Მეორე მხარეს წყლის დასალევად გადავდიოდი. Არ გამიწევია წინაააღმდეგობა, თუმცა ჩვენებებში სხვა რამე წერია,”-განაცხადა ღვინეფაძემ.
Აქტივისტები ამბობენ, რომ ჯარიმას გაასაჩივრებენ.
Აქციაზე ჯამში 6 აქტივსტი დააკავეს. Დაკავებები ქუთაისის მერიაში შესვლის მცდელობას მოჰყვა.