პირველ ეტაპზე ქუთაისის სკოლებში კვების ობიექტები
არ იფუნქციონირებს. ამის შესახებ რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, შეზღუდვა კვების ობიექტის ამუშავებაზე 1-ლ მარტამდე გაგრძელდება.
“ბავშვების კვება უზრუნველყოფილი უნდა იყოს მშობლის მიერ. მათ უნდა გამოატანონ საკვები ბავშვებს,”-ამბობს ცქიტიშვილი.
სასწავლო პროცესი დღეს ქუთაისის 38 საჯარო და 10 კერძო სკოლაში განახლდა. ონლაინ სწავლების რეჟიმში 1250 მოსწავლე დარჩა. საკლასო ოთახებში კი სწავლას 26 800 მოსწავლე აგრძელებს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე