ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ევროპა ჩვენი სახლიას’’ წევრებმა ბელორუსი ხალხის მხარდამჭერი აქცია გამართეს.
ისინი ბელორუსიაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ და ბელორუს ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.
,,უკვე ექვსი თვეა ბელორუსი ხალხი უკომპრომისო, უშეღავათო, სამართლიან, მშვიდობიან ბრძოლას აწარმოებს დიქტატორ ლუკაშენკოს წინააღმდეგ. ეს ის დიქტატორია, რომელმაც 2020 წლის ბელორუსიის არჩევნები გააყალბა და რომელიც პოლიტიკური შეხედულების გამო ციხეში სვამს არამარტო ოპონენტებს, არამედ ჟურნალისტებსაც. 15 თებერვალს უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტების, ეკატერინა ანდრეევას და დარია ჩულცოვას სასამართლო პროცესია ჩანიშნული და იმედია ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება,’’-ამბობს ,,ევროპა ჩვენი სახლიას” წევრი, გია გოქაძე.
უკვე თვეებია ბელორუსში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ბელორუსი ხალხი 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და ამბობს, რომ ლუკაშენკომ ხმათა უმრავლესობა არჩევნების გაყალბების შედეგად მოიპოვა.
ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევს და ბელორუსის პრეზიდენტად სვეტლანა ცუხანოვსკაიას აღიარებს.