ქუთაისის მერიაში განმარტეს, რა თანხები დაიხარჯება
მერიის ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაციაში. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, პეტრე ადამაძე ამბობს, რომ პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარის, გოგი წულაიას მიერ დასახელებული თანხა 1 600 000 ლარი არასწორია და რეაბილიტაციაზე 225 000 ლარი დაიხარჯება. მისივე თქმით, აღნიშნული თანხით აშენდება ერთი და გარემონტდება 7 ადმინისტრაციული ერთეული.
“ეს გადაწყვეტილება მიიღო მერიამ იმიტომ, რომ მოხდეს მოქალაქეების მოწესრიგებულ, ადაპტირებულ და ტექნიკურად გამართულ შენობებში მომსახურება, რაც მოქალაქეებისათვის სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების მიღებას უზრუნველყოფს,”-განაცხადა პეტრე ადამაძემ.
ადამაძე ამბობს, რომ წულაიას მიერ დასახელებული თანხა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისათვის არასწორია და მათთვის მერია 741 000 ლარს გამოყოფს, რაც თერაპიის კურსს სრულად დააფინანსებს.