Ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს ახალი
მოადგილე ჰყავს. Აღნიშნულ პოსტზე თეიმურაზ ნადირაძე აირჩიეს.
Თეიმურაზ ნადირაძე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მეხუთე მოწვევის საკრებულოს წევრი იყო, მუზეუმის მაჟორიტარი დეპუტატი და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
Საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია ირაკლი შენეგელიას მიერ თავმჯდომარის პოსტის დაკავების შემდეგ ვაკანტური გახდა.
Ცვლილებებია კომისიების შემადგენლობაში. Საკრებულოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა ორი ფრაქცია: “ქართული ოცნება-მწვანეები” და “ქართული ოცნება-კონსერვატორები”, თუმცა, შეიქმნა ახალი ფრაქცები – “ქართული ოცნება-უკეთესი მომავლისთვის” და “ქართული ოცნება”-ძლიერი ქუთაისისთვის. ფრაქცია “ქართული ოცნება – უკეთესი მომავლისათვის” თავმჯდომარე იმედა საღინაძე, გახდა. მოადგილედ ამირან კოპალეიშვილი, ფრაქციის წევრად კი მაია სიმონიძე აირჩიეს. ფრაქცია “ქართული ოცნება – ძლიერი ქუთაისისათვის” – ფრაქციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი გახდა. წევრები კი რამაზ ჩხიკვაძე და ოთარ ლორთქიფანიძე გახდნენ.