Მეოთხე დღეა ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში
Კარავია გაშლილი, სადაც ოცამდე ადამიანი ღამეს ათევს. Პოლიტიკური პარტიების წევრები, აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაიების წარმომადგენლები არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
“Ვაპროტესტებთ “ქართული ოცნების” მიერ გაყალბებული არჩევნებით ხელისუფლების მიტაცებას. Ერთიანი ძალით ვცდილობთ გავაგონოთ ჩვენი ხმა. Კარავი იქნება მანამ, სანამ არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები. Ეს მაინც მოუწევს ხელისუფლებას, რადგან მსგავსი კარვები სხვადასხვა ქალაქებში დგას. Დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოთხოვნები მალე დაკმაყოფილდება, რადგან ხელისუფლება ვერ გაუძლებს ამ პროტესტს,”-ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თედო მესხი.
Კარავი თავისუფების სკვერში 27 იანვარს დადგეს.
Ფოტო: თავისუფლების სკვერი