,,მუნიციპალურ ტრანსპორტზე სტუდენტებისთვის სამგზავრო ღირებულების განახევრება კოლოსალურ თანხებთანაა დაკავშირებული,’’

-ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, ოთარ ლორთქიფანიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, იმისთვის, რომ საკითხი დადებითად გადაწყდეს,  უნდა შეიმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღნიშნული პაკეტის შექმნას უზრუნველყოფს.

 

,,პირველი მხარეები ვინც მრგვალ მაგიდასთან უნდა დახსდენ, არიან: თვითმმართველობაში დასაქმებული ადამიანები, დარგის სპეცფიალისტები და ბენეფიციარები-სტუდენტები. ქუთაისში მიმდინარებს დეპოს მშენებლობა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სატრანსპორტო მომსახურება. თუ გავითვალისწინებთ ქალაქში სტუდენტების რაოდენობას და გადავიანგარიშებთ რა თანხებთანაა დაკავშირებული მერიის მხრიდან სამგაზრო ღირებულების დაფინანსება, დავინახავთ, რომ თანხა საკმაოდ დიდია. თუმცა მიზანი მიუღწეველი არაა. Ჩვენ უნდა მოვიძიოთ რესურსები, რათა შევთავაზოთ მოსახერხებელი სერვისი ჩვენს სტუდენტებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ქუთაისში მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცენტრი შენდება და ქუთაისი ნამდვილად იქნება ქვეყნის საგანმანათლებლო ცენტრი,’’-ამბობს ოთარ ლორთქიფანიზე.

სამგაზრო შეღავათებით სარგებლობენ სტუდენტები თბილისსა და ბათუმში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *