“ქართული ოცნების” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ საკუთარი არჩევანი მე-14 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ლომინაძემ განმარტა, რომ მან მხარი ქუთაისის უკეთეს მომავალს დაუჭირა.
“კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მხარდამჭერებს, ადამიანებს, რომლებთან ერთადაც გავიარეთ წინასაარჩევნო პერიოდი და მათთან ერთად უნდა ვიყო როგორც ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი. მადლობა ჩემი გუნდის წევრებს, დაუღალავი შრომისა და გვერდით დგომისთვის. ჩემო თანაქალაქელებო, მნიშვნელობა არა აქვს თქვენი ხმა ვის ერგო ამ არჩევნებში – მე თითოეული თქვენგანის ხმა ვიქნები საქართველოს პარლამენტში. წინ საინტერესო და წარმატებული დღეები და წლები გველოდება,”-განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
არჩევნების პირველ ტურში ზაზა ლომინაძემ ხმათა 42, 44 % მოაგროვა, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 34, 72 %.