ქუთაისის საარჩევნო უბნებზე პარტიის კოორდინატორები
არიან მობილიზებულნი, რომლებიც ამომრჩევლებს აღრიცხავენ. სავარაუდო დარღვევების შესახებ ინფორმაციას “სამართლიანი არჩევნები” ავრცელებს. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა სიებით კოორდინატორები დააფიქსირეს #15 და #90 უბნებზე.
სიებით მობილიზების ფაქტები გამოავლინეს ტყიბულის #01, #08 და #31 საარჩევნო უბნებზე, ზესტაფონის #10, #18 და #48 საარჩევნო უბნებზე, ბაღდათის #09, #10, #12, #4, #26, #27 და #23 საარჩევნო უბნებზე.
12:00 საათის მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო 177 462-მა ამომრჩეველმა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე