ქუთაისში, არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტიურობა დაბალია, შესაბამისად, უბნებზე სოციალური დინსტანციის დაცვა, პირველი ტურისგან განსხვავებით, მარტივია.

102-ე უბანზე 12 საათისთვის არჩევანი 60-მა ამომრჩეველმა გააკეთა, რაც 102-ე უბნის კომისიის თავმჯდომარის, ხვიჩა ახვლედიანის თქმით, პირველ ტურში მოსულ ამომრჩეველთა მესამედია. ამომრჩეველთა დაბალ აქტიურობას ხვიჩა ახვლედიანი, როგორც პანდემიას, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლების კანდიდატურის მოხსნას უკავშირებს.

 

,,ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო დღეს ხმის მისაცემად ძალიან ცოტა ადამიანი მოვიდა. უბანზე ვიცავთ ყველანაირ რეკომენდაციას. პირველ ტურში, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ უბანზე მცირე ფართი იყო და ამომრჩეველი საკმაოდ აქტიურობდა, დინსტანციის დაცვა გაჭირდა. დღეს ეს პრობლემა არ გვაქვს,’’-აცხადებს ხვიჩა ახვლედიანი.

პირველ ტურში  #102 საარჩევნო უბანზე, მცირე ფართის გამო დისტანციის დაცვა ვერ ხერხდებოდა. როგორც უბნის კომისიის თავმჯდომარე, ხვიჩა ახვლედიანი რადიო,, ძველ ქალაქთან” საუბარში აცხადებდა, შედარებით დიდი სივრცის გამოყოფის თაობაზე კომისიამ #59 საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა, მაგრამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

12:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში საარჩევნო უბნებზე 10 054 ამომრჩეველი მივიდა. მაჩვენებელი საერთო რაოდენობის 6, 46%-ს შეადგენს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *