12:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში საარჩევნო
უბნებზე 10 054 ამომრჩეველი მივიდა. მაჩვენებელი საერთო რაოდენობის 6, 46%-ს შეადგენს.
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ აქტივობა წინა ტურთან შედარებით დაბალია.
საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისათვის საჩივრები არ შესულა.
ქუთაისში არჩევნების მეორე ტური როგორც მაჟორიტარის ასევე მერის ასარჩევად ტარდება.