“ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა
არჩევანი მე-40 საარჩევნო უბანზე გააკეთა. ხახალეიშვილმა განაცხადა, რომ მან ხმა მისცა ქვეყნის ღირსეულ მომავალს და სტაბილურობას.
“დარწმუნებული ვარ, დღეს ქუთაისი და მთელი საქართველო ღირსეულ არჩევანს გააკეთებს და მოგვცემს იმის საშუალებას, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის, ქალაქის მომავალზე, განვითარებაზე. მადლობას ვუხდი ყველა ამომრჩეველს, ყველა მხარდამჭერს და ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ ჩვენი ქალაქის კეთილდღეობისთვის. აქვე, მინდა მოვუწოდო ჩემს ძვირფას თანაქალაქელებს, ნუ დაიზარებთ, გამოიჩინეთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, მიდით არჩევნებზე, თითოეული ხმა მნიშვნელოვანია”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
12:00 საათის მონაცემებით, არჩევნებზე ქუთაისში საარჩევნო უბნებზე 10 054 ამომრჩეველი მივიდა. მაჩვენებელი საერთო რაოდენობის 6, 46%-ს შეადგენს.