ქუთაისში საპარლამენტო და შუალედური არჩევნების

მეორე ტური რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს. უბანზე მისული ამომრჩეველი ვალდებულია ატაროს პირბადე და დაიცვას სოციალური დისტანცია. უბანზე შესვლამდე ამომრჩევლებს უტარდებათ თერმოსკრინინგი. ქუთაისის 74-ე უბანზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. პროცესი რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

,,უბანს უკვე ჩავუტარეთ დეზინფექცია და კიდევ უნდა გადავწმინდოთ. ამისთვის ცესკომ სპეციალური თანამშრომელი გამოყო. ასევე იმისთვის, რომ ადამიანების ჯანმრთელობა დავიცვათ, ერთი ამომრჩეველი ერთი კალმის გარდა სხვას ვერ შეეხება და ვერც სხვა ამომრჩეველი შეეხება მის კალამს. პირბადე თუ არ ექნება ამომრჩეველს, ჩვენ მივაწვდით,” – ამბობს 74-ე უბნის თავმჯდომარე გიორგი ჯავახაძე.

,,ხმა მშვიდ გარემო მივეცი. უბანზე რეკომენდაციები დაცულია, ამიტომ არჩევნებზე მისვლა მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის,” – ამბობს მარინა სიმონგულოვი.

ქუთაისში სულ 130 უბანია. აქედან 7 სპეცუბანი.

არჩევნების მეორე ტურში ოპოზიცია არ მონაწილეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *