10:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში
არჩევანი 4 223-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა. აღნიშნული საერთო ამომრჩევლის 2,73 %-ს შეადგენს.
“ამ დროისთვის პირველ ტურში ამომრჩევლის 7,2 % იყო მოსული. უბნებზე პროცესები მშვიდობიანად მიმდინარეობს. წინა ტურთან შედარებით აქტივობა დაბალია,”-განაცხადა ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ლარინა ლალიაშვილმა.
საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისათვის საჩივარი არ შესულა.