ამ დროისთვის ქუთაისის 59-ე საოლქო
საარჩევნო კომისიაში 8 საჩივარი შევიდა. კომისიის ინფორმაციით, საჩივრების უმეტესობა პროცედურული ხასიათის იყო.
12 საათის მონაცემებით, ქუთაისში ხმა 25 391 ამომრჩეველმა მისცა.
ქუთაისელმა ამომრჩეველმა დღეს არჩევანი 22 მაჟორიტარობისა და 8 მერობის კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს.