“ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის მერობის კანდიდატს
ირაკლი კიკვაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც მერობის კანდიდატი 37-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა.
“ჩვენმა წარმომადგენელმა შეგვატყობინა, რომ 37-ე უბანი პრობლემატური იყო. შიდა და გარე პერიმეტრზე პარტიული აქტივის მობილიზება შეინიშნებოდა. ამოვედით და ვარკვევდით რა ხდებოდა. დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება რატომ ხდებოდა ფოტოს გადაღება და ამ დროს დაახლოებით 20-30 ადამიანი ფიზიკურად გამისწორდა. ამ ფონზე, ძველი ბიჭებით და ძალადობით აპირებს არჩევნების ჩატარებას,”-განაცხადა ირაკლი კიკვაძემ.
ადგილზე მივიდნენ სამართალდამცავი ორგანოები.