15:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში არჩევანი 47 657-მა ამომრჩეველმა
დააფიქსირა. აღნიშნული მაჩვენებელი საერთო რაოდენობის 30, 74%-ს შეადგენს. წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, ამომრჩევლის აქტივობა 2%-ით მეტია.
59-ე საარჩევნო კომისიის მდივანის, ლარინა ლალიაშვილის განმარტებით, არჩევნები ექსცესებისა და დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში პროცედურულ დარღვევებზე 10 საჩივარი დაიწერა.