“ქართული ოცნების” ქუთაისის მაჟორიტარობის

კანდიდატმა, ზაზა ლომინაძემ არჩევანი დააფიქსირა. მან ხმა მე-14 საარჩევნო უბანზე მისცა. ზაზა ლომინაძე ამბობს, რომ გონივრული და სამართლიანი არჩევანი გააკეთა.

“დღეს მეც ისე მივედი, როგორც რიგითი ამომრჩეველი და უკვე მოვიხადე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი. ზუსტად ვიცი, ღირსეული, გონივრული და სამართლიანი არჩევანი გავაკეთე. მჯერა, რომ თითოეული თქვენგანიც ასე მოიქცევა, მივა საარჩევნო ყუთთან და საქართველოს საუკეთესო მომავალს მისცემს ხმას,”-განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

ქუთაისის მაჟორიტარობისთვის 22 კანდიდატი იბრძვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *