ქუთაისში, 115-ე 116-ე და 123-ე საარჩევნო უბნებიდან
დამკვირვებლები და მედიის წარმომადგენლები გამოყარეს, რის მიზეზადაც განუცხადეს, რომ მათ გადაღების უფლება არ ჰქონდათ.
,,ნაციონალური მოძრაობის ” წარმომადგენლის თედო მესხის თქმით, საჩივრით კომისიას მიმართეს, მაგრამ საჩივრის განხილვა დღეს არ ხდება.
,,მედიის წარმომადგენლები თავიანთ მოვალეობას ასრულებდნენ და ამის უფლება არ მისცეს. ფაქტია, ჟურნალისტების ეშინიათ. ეშინიათ მათი უკანონო საქმიანობა არ გადაიღონ. თუ არაფერ კანონდარღვევას არ აქვს ადგილი უბანზე, მაშინ რატომ არ უშვებენ მედიის წარმომადგენლებს,” – ამბობს თედო მესხი.