ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”
გრიგოლ ვაშაძემ არჩევანი უკვე დააფიქსირა. მან ხმა 22-ე საარჩევნო უბანზე მისცა. როგორც გრიგოლ ვაშაძე ამბობს, მან მხარი ერის გაერთიანებას და ქვეყანაში ემიგრანტების დაბრუნებას დაუჭირა.
რაც შეეხება კითხვას, აქვს თუ არა მეორე ტურის მოლოდინი, გრიგოლ ვაშაძე პასუხობს: “განწყობები არის ისეთი, რომ წესით ქუთაისში უნდა მოვიგოთ პირველ ტურში. უნდა მოვიგოთ აუცილებლად, ეს შემიძლია გითხრათ.”
მისივე თქმით, პარლამენტი მრავალპარტიული, განსხვავებული და ძნელად სამართავი იქნება.