10 საათის მონაცემებით, ქუთაისში საარჩევნო
უბნებზე 11 154 ამომრჩეველი მივიდა, რაც მთლიანი ამომრჩევლების რაოდენობის 7.2 პროცენტს შეადგენს.
ქუთაისის #59ე კომისიის თავმჯდომარის, გელა თუთბერიძის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
“დაფიქსირდა მცირე დარღვევები ბიულეტენის გაცემასთან, ყუთის ჭრილთან დაკავშირებით. საარჩევნო პროცესი ნორმალურ პირობებში მიმდინარეობს”,- ამბობს გელა თუთბერიძე.