შინაგან საქმეთა სამინისტროს
ინფორმაციით, ქუთაისში, “მთავარი არხის” ტექნიკა, რომელიც უცნობმა პირებმა გაიტაცეს, ნაპოვნია. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.
საქმეზე გამოძიება 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. უცნობმა პირებმა ტელევიზიის კუთვნილი კამერა და პირდაპირი ჩართვის აპარატი გაიტაცეს.