2020 წლის საპარლამენტო და შუალედურ არჩევნებზე ქუთაისის მერობისთვის 8 კანდიდატი იბრძოლებს.

როგორია მერობის კანდიდატების ხედვები ქუთაისთან მიმართებაში, რას ჰპირდებიან ისინი ამომრჩეველს და რაში ხედავენ ქალაქის პერსპექტივას?-ამ თემებთან დაკავშირებთ რადიო ,,ძველი ქალაქი’’ ქუთაისის მერობის 7 კანდიდატს ესაუბრა. ერთმა კანდიდატმა ინტერვიუზე უარი განაცხადა.

 

ირმა პეტრიაშვილი-,,სოციალური სამართლიანობისთვის’’

1) უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევა

ირმა პეტრიაშვილის განცხდებით, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტიაა, ამისთვის ყველა მეწარმისთვის სამართლიანი გარემო უნდა შეიქმნას, მიიჩნევს პეტრიაშვილი. მისი მერობის შემთხვევაში  კორუფცია და ნეპოტიზმი დასრულდება და ყველა ტენდერი სამართლიანად ჩატარდება, რაც პეტრიაშვილისვე განცხადებით, თავისუფალი ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.

2) მუნიციპალური საავადმყოფოების ამოქმედება

პანდემიის პირობებში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა მუნიციპალური საავადმყოფოების შექმნა და ამოქმედებაა. ასევე სამედიცინო სერვისების მოქალაქეებისთვის შეთავაზება.

3)სოციალური პროგრამები

ირმა პეტრიაშვილის თქმით, აუცილებელია მრავალშვილიანი დედების, ომის ვეტერანების, სოციალურად დაუცველი ადამიანების საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაორმაგება და მათი შემწეობების გაზრდა.

კახაბერ ჩახუნაშვილი- ,,დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა ქდმ’’

ტრიბუნა ქდმ’’-ს ქუთაისის მერობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ერთ წელიწადში ქალაქში სერიოზული ცვლილებები შეუძლებელია, ამიტომ ის აქცენტს მხოლოდ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის კონტროლზე აკეთებს.

კახაბერ ჩახუნაშვილი გამარჯვების შემთხვევაში თვითმმართველობაში გაბერილ შტატებს შეამცირებს, რასაც   ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება მოჰყვება.

ამირან ძოწენიძე- ,,ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის’’

1) საბავშვო ბაღის აღსაზრდელების დაფინანსება

დაფინანსება მიბმული უნდა იყოს სახელმწიფო და კერძო ბაღის მოსწავლეებზე, რათა გაიზარდოს კონკურენცია და სერვისების შეთავაზება მუნიციპალურ და კერძო ბაღებს, ასევე თავად მუნიციპალურ ბაღებს შორის.

2) მმართველობის დეცენტრალიზება

მთელი რიგი საკითხები ადგილობრივ დონეზე უნდა წყდებოდეს და ქუთაისელების გადახდილი ფულის დიდი ნაწილი ქუთაისში უნდა დარჩეს.

ქუთაისელებმა თავად უნდა აირჩიონ  პოლიციის უფროსი. ასევე ადგილზე უნდა ჰყავდეთ საგანგებო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.

3) საბიუჯეტო ხარჯების შემცირება

უნდა დასრულდეს ქუთაისის მერიის ხარჯზე პარტიული აქტივის შენახვა. გამოთავისუფლებული თანხები კი სხვადასხვა მიმართულებებს უნდა მოხმარდეს.

ირაკლი კიკვაძე – ,,შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია’’

1) ახალგაზრდების ხელშეწყობა

ახალგაზრდების ხელშეწყობა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: 

ა) სოციალური შეღავათები

მსგავსად თბილისისა და ბათუმისა, სტუდენტებსა და მოსწავლეებს უნდა დაუწესდეთ 50%-იანი სამგზავრო შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე. სხვადასხვა საგანმანათლებლო კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები და მოსწავლეები სრულად უნდა განთავისუფლდნენ სამგზავრო ღირებულებისგან.

ბ)გაორმაგებული საგანმანათლებლო პროგრამები

უნდა მოხდეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან საგანმანათლებლო პროგრამებისთვის ორმაგი თანხის გამოყოფა.  პროგრამები დარგის სპეციალისტებთან ერთად უნდა შემუშავდეს და მის შექმნაში მონაწილეობა უნდა მიიღონ სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა.

გ)განათლების დაფინანსება სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის
ამოქმედდება მოსამზადებელი ცენტრები, სადაც 200 ქულის ქვემოთ მყოფი ბავშვები განათლებას უფასოდ მიიღებენ.


2)
ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება

ქუთაისის ბიუჯეტიდან პარტიული აქტივისთვის გამოთავისუფლებული 8-9 მილიონი ლარიდან, შესაძლებელია  საგანმანათლებლო, სოციალური, კულტურული და სხვა სახის პროგრამების დაფინანსება.

შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო თუ სოციალური პროგრამების შექმნა. მათი დასაქმების ხელშეწყობა.

3) უმუშევრობის აღმოფხვრაში წილის შეტანა

ხელს შეუწყობს ქალაქში ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას.

 


გრიგოლ შუშანია-,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’ მიერ შემუშავებული ქუთაისის განვითარების ხუთწლიანი გეგმის მიხედვით:

1) ქუთაისი გახდება საპარლამენტო დედაქალაქი და სამხრეთ კავკასიის ტურისტული ცენტრი

2) პარლამენტთან ერთად ქუთაისში სამთავრობო სტრუქტურებიც გადმოვა და მასში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება

3) ქალაქის ბიუჯეტი ერთ ადამიანზე განისაზღვრება  1000 ლარით

4) ადგილობრივი საკითხები ქუთაისში გადაწყდება და ქუთაისელები თავად აირჩევენ თავიანთ პოლიციის უფროსს

5) მსუბუქი მრეწველობის განვითარება და აბრეშუმის გატანა მსოფლიო ბაზარზე

იოსებ ხახალეიშვილი – ,,ქართული ოცნება’’

1) საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა

2) ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია

3) 8 მილიონიანი ოლიმპიური აუზის მშენებლობა

4) საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება

იოსებ ხახალეიშვილის თქმით, სისტემის რეაბილიტაციას ერთი წელი დასჭირდება, ხოლო ახალი კანალიზაცია ხუთ წელიწადში აშენდება. თანხები უკვე მოძიებულია. ქუთაისის მერიას 100 მილიონ ლარს ევროპის რეკონსტრუქციის ბანკი აძლევს.

5) უმუშევრობას და სიღარიბის დაძლევა

დააფინანსებს წვრილ და საშუალო ბიზნესს, ხელს შეუწყობს საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას, რაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ასევე შექმნის პლატფორმას, რომელიც დამსაქმებელს და სამუშაოს მაძიებელს ერთმანეთთან დააკავშირებს.

ანდრო ლოსაბერიძე – ,,გიორგი ვაშაძე -სტრატეგია აღმაშენებელი’’

  1. 1. ქუთაისი – IT ქალაქი
  2. ქუთაისის აეროპორტი გახდება ქვეყნის ლოჯისტიკური ცენტრი და დაემატება სატვირთო გადაზიდვები.
  3. ინდუსტრიული პარკის მშენებლობა

ანდრო ლოსაბერიძის თქმით, ინდუსტრიული პარკის მშენებლობა ერთის მხრივ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მეორეს მხრივ კი ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.

4. მუზეუმ ,,მედეას’’ ჩამოყალიბება

ეს იქნება სივრცე, რომლიც დათვალიერებაც მანქანიდან გადმოუსვლელად იქნება შესაძლებელი. მუზეუმში დაწყებული ზეზვადან და მზიადან, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებით დასრულებული, საქართველოს წარსული, მისი კულტურა გაცოცხლდება და ადამიანები დროში იმოგზაურებენ. ანდრო ლოსაბერიძის თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ,,სტრატეგია აღმაშენებლის’’ გუნდი მსოფლიოს ქართულ კულტურას გააცნობს, რაც ქალაქის ტურისტული პოტენციალის მნიშვნელოვნად ზრდას შეუწყობს ხელს.

 

რადიომ ,,ძველი ქალაქი’’ ქუთაისის მერობის 8 კანდიდატიდან 7 მათგანის მოსაზრებები გაგაცნოთ. რაც შეეხება პარტია ,,თავისუფალი საქართველოს” მერობის კანდიდატს, გაგა გოგრიჭიანმა ინტერვიუზე უარი გვითხრა, რის მიზეზადაც გადატვირთული გრაფიკი და წინასაარჩევნო კამპანია დაასახელა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *