ქუთაისში არჩევნებზე გადასატანი ყუთით
126 უბანზე 3661 პირი ისარგებლებს. ამის შესახებ ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, შექმნილია 6 კოვიდუბანი, სადაც 873 პირია რეგისტრირებული.
ქუთაისში ჯამში რეგისტრირებულია 155 010 ამომრჩეველი.
სულ ქალაქში 130 საარჩევნო უბანია. მათგან მარტივად ადაპტირებულია 11 უბანი, ხოლო პანდუსიანია 35.