“ჩვენ არ ვეგუებით ქუთაისის ძარცვას”, – ამ ლოზუნგით
მოძრაობა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” ქუთაისელებს არჩევნებზე იმ პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, რომლებიც პარლამენტის ქუთაისში დაბრუნებას ჰპირდებიან. მოძრაობის წევრებმა მონპლაზირის თაღთან პოსტერები გააკრეს, რომლებზეც პარლამენტის ქუთაისში დაბრუნების აუცილებლობის შესახებ ინფორმაციაა დატანილი.
,,პარლამენტის ქუთაისიდან გადატანით ხელისუფლებამ ქუთაისს სწრაფი განვითარების პერსპექტივა წაართვა. იმისთვის, რომ უძრაობის პერიოდიდან გამოვიდეთ, პარლამენტი ქუთაისში უნდა დაბრუნდეს და არჩევნებს ამის საშუალებად განვიხილავთ,” – ამბობს მოძრაობა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში ” წევრი, ეკატერინე მარუქაშვილი.