საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი
დაიწყო. საერთო ჯამში, 3 725 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება 7 102 600 ბიულეტენი. მათგან 3 160 900 განკუთვნილია საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემით, 3 097 800 საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, 40 100 – საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის – 219 800, ხოლო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის, ჯამში – 584 000 ბიულეტენი.
ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და მას ცესკოს წევრებთან ერთად დააკვირდება 15 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 16 დამკვირვებელი.
არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.