ცესკომ თვითიზოლაციაში მყოფი პირების
მიერ გადასატანი ყუთის მოთხოვნით ზარების მიღების ბოლო ვადა გაზარდა. საარჩევნო ადმინისტრაცია ზარებს 27 ოქტომბრის 18:00 სთ-მდე მიიღებს.
ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისთვის მიმართვისა და ოფიციალური მოთხოვნის დაფიქსირების შემთხვევაში, გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში.