“ევროპული საქართველოს” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატი ოთარ კახიძე ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაანონსებულ საფეხბურთო მოედნის მშენებლობას აპროტესტებს.
კახიძე ამბობს, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა დაბრუნდეს და ხელისუფლებამ მსგავსი პროექტებით ამ პერსპექტივას ხელი არ უნდა შეუშალოს.
ოთარ კახიძე ფეხბურთის ფედერაციას მოუწოდებს, ფეხბურთის გასავითარებლად აირჩიონ სხვა ადგილი და ქუთაისის, როგორც საპარლამენტო დედაქალაქის და ადმინისტრაციული ცენტრის მნიშვნელობას ნუ დააკნინებენ.