,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ქუთაისელებს

ქალაქში 1 მილიარდი ლარის ინვესტიციას ჰპირდება. პარტიის ლიდერი ავანგარდის დასახლებაში ამომრჩეველს შეხვდა და საზოგადოებას ,, სტრატეგია აღმაშენებლის” ქუთაისის განვითარების გეგმა გააცნო.

კავკასიაში ყველაზე დიდი კონგრეს ჰოლი, 10 ბრენდული და ხუთასამდე მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროს მშენებლობა, მულტიფუნქციური სპორტული არენა, დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი გასართობი ცენტრის მშენებლობა, ყოველდღიური ავიარეისები დიდ ქალაქებში, ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნება -ეს “სტრატეგია აღმაშენებლის” საპარლამენტო დაპირებების ნაწილია. გიორგი ვაშაძე ქუთაისელებს ასევე დრაივ მუზეუმის მშენებლობას ჰპირდება, რომელიც დამთვალიერებელს საქართველოს ისტორიას გააცნობს. მუზეუმში სტუმრებს გიდობას ზეზვა და მზია გაუწევენ.

,, წარმოგიდგენთ 11 პროექტს, რომელსაც განვახორციელებთ ქუთაისში. აქედან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრიდე მუზეუმის მშენებლობაა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება იმოგზაუროს საქართველოს წარსულში. მუზეუმის საშუალებით მსოფლიოს ვაჩვენებთ რა წვლილი გვაქვს შეტანილი მსოფლიო ცივილიზაციაში, ამას გავაკეთებთ მაღალტექნოლოგიურად და ეს მოგვიტანოს შემოსავალს, ქუთაისი უნდა იყოს განვითარების ავანგარდში და ჩვენ ამას ცდას არ დავაკლებთ,”- ამბობს გიორგი ვაშაძე.

გიორგი ვაშაძის თქმით, საპარლამენტო არჩევნებში,, სტრატეგია აღმაშენებლის” გამარჯვების შემთხვევაში აეროპორტის მიმართულებით ახალი ქუთაისი გაშენდება, ასევე მოხდება ძველი ქუთაისის რეაბილიტაცია.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *