“წყალს გაყოლილი მილიონები”,-“ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის ორგანიზაცია ქალაქში მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას აპროტესტებს.

აქციის მონაწილეებმა დატბორილი ქუთაისის ფოტოები გამოფინეს და განაცხადეს, რომ სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებაზე ბოლო 2 წლის განმავლობაში 50 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა, სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა და თანხა გაიფლანგა.

“რამდენიმე დღის წინ მოსულინალექის გატარება ვერ უზრუნველყო წყალგამტარმა სისტემებმა. ამ მიამართულებით როგორც ადგილობრივი ასევე ცენტრალური ხელისუფლებისგან დახარჯულია 50 მილიონ ლარამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ და კანონდარღვევით,”-განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა, სამსონ გუგავამ.

“ლეიბორისტული პარტია” აუდიტის სამსახურსა და პროკურატურას მოუწოდებს, საქმეზე გამოძიება დაიწყოს და ყველა ის პირი დაისაჯოს, ვინც თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში მონაწილეობდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *