პარტია “თავისუფალი საქართველო” ქუთაისის მერობის კანდიდატად
გაგა გოგრიჭიანს წარადგენს. ამის შესახებ პარტიის თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ განაცხადა. მისი თქმით, მერობის კანდიდატისა და “თავისუფალი საქართველოს” ხედვები ემთხვევა.
წულაიას განმარტებით, ქალაქი თვითმმართველი რეალურად უნდა იყოს, ქუთაისმა უნდა მონახოს მისი ფუნქცია და შეიქმნას სამუშაო ადგილები.
რაც შეეხება პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს, წულაია მისი კანდიდატურის დაყენებას არ ადასტურებს და ამბობს, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს და განიხილება სხვა კანდიდატებიც.