იქნება თუ არა ქუთაისში მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ჯერჯერობით უცნობია.
გაერთიანებულ ოპოზიციას კანდიდატურა ჯერ არ შეურჩევია. თავად აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პროცესში იმერეთში, მათ შორის ქუთაისში აქტიურად იქნება ჩართული.
,,ქუთაისის პატრიოტი ვიქნები მუდმივად, რაც შეეხება მაჟორიტარობას, არ აქვს ჯერ პარტიას გადაწყვეტილი. საარჩევნო კამპანიის ძალიან დიდ ნაწილს გავატარებ ქუთაისში, იმერეთში.”- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ის 2017 წელს ქუთაისში მერის არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. მერის ასარჩევად მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო, თუმცა “ნაციონალური მოძრაობამ” მაშინ მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.