ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ტელეკომპანია,,მთავარის” გენერალური დირექტორის,
ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, იგეგმებოდა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია. დამკვეთი კი ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი იყო. ვაშაძის განცხადებით ეს ადასტურებს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების სისტემა მოშლილია. ის ,,მთავარ არხს” და გიორგი გაბუნიას სოლიდარობას უცხადებს.
,,მოვითხოვთ, სწრაფად გასაჯაროვდეს ამ დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაცია. ზუსტად დადგინდეს არა მარტო დანაშაულის შემსრულებლები, არამედ ორგანიზატორები და დამკვეთებიც, ხელისუფლებამ დააფიქსიროს მკაცრი და შეუვალი პოზიცია ამ დანაშაულზე, კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ გამოძიებაში ჩართონ ჩვენი მთავარი მოკავშირეების შესაბამისი უწყებები.”- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.