,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემასთან
და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით შეთანხმების შესახებ მმართველ გუნდში გაუგებარი განცხადებები კეთდება.
,,სრულიად გაუგებარია, პოლიტიკური და პრაქტიკული თვალსაზრისით ეს განცხადება, რას ემსახურებოდა. ამის შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენს მედიატორებს მოუწიათ ჩარევა ოპოზიციის და ხელისუფლების დისკუსიაში და იმის ახსნა, თუ რა არის მედიატორის როლი და რაოდენ მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრების ციხიდან გამოშვება. სამწუხაროდ, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს მოუწია იმისთვის ხაზის გასმა, რომ პოლიტიკური პატიმრები არსებობენ, რომ ყველა მხარემ უნდა შეასრულოს ვალდებულებები. რა შედეგი მოიტანა ამან? დაზიანდა საქართველოს რეპუტაცია. შედეგი ამ უპასუხისმგებლო განცხადებაზე ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას.”- განაცხადა ვაშაძემ ქუთაისში დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თუ 8 მარტის შეთანხმების საკონსტიტუციო ცვლილებების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხები არ შესრულდება, ისინი საკითხს მხარს არ დაუჭერენ.
2020 წლის 8 მარტის შეთანხმება ძირითადად ორნ ნაწილდა იყოფა. ერთი ეხება არჩევნების ჩატარების წესს, მეორე კი პოლიტპატიმრების საკითხს. ,,ქართული ოცნება” პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე პირობის დადებას უარყოფს