საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თერჯოლის
სოფელ ღვანკითში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა. როგორც იმერეთში სახელმწიმო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, მიუხედავად ამისა, სოფელში ბლოკ-პოსტები 22 მაისამდე იქნება განთავსებული.
“სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ღვანკითში უკვე იხსნება შეზღუდვები, აქ აღარ იქნება ე.წ. საკარანტინო ზონა, თუმცა რჩება ბლოკ-პოსტები, სადაც გაგრძელდება მოსახლეობის თერმოსკრინინგი 22 მაისის ჩათვლით, ეს იმიტომ, რომ ჩვენ რეალურად მაინც გვქონდეს იმის საშუალება, რომ პრევენცია მოვახდინოთ,”-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.