სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციული ხარჯები 2018-2019 წლებში საერთაშორისო
გამჭვირვალობა საქართველომ შეისწავლა. იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში 2018-2019 წლებში გაცემულმა შრომის ანაზღაურებამ მილიონ 34 ათას 506 ათასი ლარი შეადგინა. ამავე კვლევაში ინფორმაცია პრემია-დანამატების შესახებაცაა მოცემული. იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ამავე წლებში გაცემული პრემია/დანამატების ოდენობა კი 101 ათას 980 ლარი შეადგინა.
ჯამში 2018-2019 წლებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში შრომის ანაზღაურების სახით ჯამში 8,212,842 ლარი გაიცა (2018 წელს – 3,965,155 ლარი, 2019 წელს კი – 4,247,692 ლარი) ამავე პერიოდში დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით ჯამში 655,454 ლარი გაიცა.