იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სარგებლობაში, 2018-2019 წლის
მდგომარეობით,ავტომობილების შეკეთება/დიაგნოსტირებაზე 78 ათას 420 ლარი დაიხარჯა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციების თანახმად, იმერეთის სახელმწფიო რწმუნებულის ადმინისტრაციამ ამ მიმართულებით 2018 წელს 33 ათს 50 ლარი დახარჯა, ხოლო 2019 წელს – 45 ათას 370.
სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით იმერეთის გუბერნიას ყველაზე მეტი, 13 ავტომობილი, ჰყავს.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში სულ ავტომობილების რეაბილიტაციაზე 2018-2019 წლებში 521,959 ლარი გაიხარჯა (2018 წელს – 269,776 ლარი, 2019 წელს კი – 252,183 ლარი)