2018-2019 წლებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში გაცემულმა შრომის
ანაზღაურებამ 8 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციული ხარჯები 2018-2019 წლებში საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ შეისწავლა.
,,2018-2019 წლებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში შრომის ანაზღაურების სახით ჯამში 8,212,842 ლარი გაიცა (2018 წელს – 3,965,155 ლარი, 2019 წელს კი – 4,247,692 ლარი) ამავე პერიოდში დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით ჯამში 655,454 ლარი გაიცა (2018 წელს – 322,523 ლარი, 2019 წელს კი – 332,931 ლარი) 2018-2019 წლებში დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით ყველაზე დიდი ოდენობით თანხა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიცა – 122,578 ლარი 2016-2017 წლებთან შედარებით 2018 წლიდან სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში შრომის ანაზღაურება გაიზარდა, თუმცა მნიშვნელოვნად შემცირდა ჯილდოსა და სახელფასო დანამატის მოცულობები.”- წერია კვლევაში.
ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ – https://transparency.ge/ge/blog/saxelmcipo-rcmunebulebis-administraciuli-xarjebi-2018-2019-clebshi?fbclid=IwAR0rttZNsE4v3rZmgGMSARQovix0wtGkimUTYzpdt6_175ok7NdTz-msPPU#.Xl9b5UZ7rRk.facebook