მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს,
რომ ქვეყანა რეგიონის ფინანსურ ცენტრად უნდა იქცეს და საქართველოში საერთაშორისო საფონდო ბირჟა შეიქმნას. მისივე განმარტებით, საფონდო ბირჟა ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობაში უნდა განთავსდეს.
“ქვეყანა რეგიონის ფინანსურ ცენტრად უნდა ვაქციოთ. ქვეყანაში უნდა ავამოქმედოთ საერთაშორისო საფონდო ბირჟა. ეს შეიძლება მოხდეს ნიუ-იორკის, ჰონგ-კონგის, ლონდონის ბირჟების მონაწილეობით, სადაც აქტიურად განხორციელდება ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების აქციებით ვაჭრობა. ვფიქრობთ, რომ ასეთი ბირჟის განთავსება შესაძლებელია ქუთაისში, პარლამენტის მიტოვებულ შენობაში,”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ქუთაისში პარლამენტის შენობა უფუნქციოდ არის დარჩენილი. მთავრობის განცხადებით, შენობაში საპოლიციო ჰაბი უნდა განთავსებულიყო, თუმცა, ტერიტორია მიტოვებულია.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე