ქუთაისის აეროპორტის გარშემო მძლავრი ლოჯისტიკური ცენტრი უნდა შეიქმნას.
ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების ლელო საქართველოსთვის ყრილობაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
“ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გარშემო უნდა შეიქმნას მძლავრი ლოჯისტიკური ცენტრი, სადაც იმუშავეს ისეთი ტიპის უზარმაზარი კომპანიები, როგორებიც არის “ამაზონი”, “ალიბაბა”, “ფედექსი” და სხვა. ისინი ამ წერტილიდან ფრენის 3 საათის რადიუსში შეძლებენ, რომ დაფარონ ნახევარ მილიარდზე მეტი მოსახლეობის მქონე ბაზარი და დაახლოებით 35 ქვეყანა. ეს არის ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის უპირატესობა,”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.