ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტის
პროექტი დაამტკიცა. მუნიციპალიტეტის პროგრამული ბიუჯეტი 16444,1 ათასი ლარით განისაზღვრა. პრიორიტეტულ მიმართულებათა შორისაა ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების დაფინანსება.
ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით გაიზარდა ხარჯები სოციალურ პროგრამებში შემდეგ მიმართულებებზე: საცხოვრისით უზრუნველყოფა; ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა დახმარება; სოციალურ პაკეტში, გაცემის წესის მიხედვით, მოიხსნა შეზღუდვები კვლევის ქვეპროგრამაში და ყველა ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობა, მიიღოს სათანადო დაფინანსება ჩატარებულ სამედიცინო კვლევაზე. გაიზარდა მრავალბინიანი სახურავების შესყიდვის მომსახურება.
სპორტის ღონისძიებებში, თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, გაიზარდა ხარჯები წარმატებული სპორტსმენების წახალისება დაჯილდოების მიზნით. გაიზარდა ხარჯები ზოგადი განათლების ღონისძიებების, კერძოდ მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა წახალისებისთვის.