ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
ბიუჯეტის პროექტი დეპუტატებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა წარუდგინა.
2020 წლის ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში 8 260 ,5 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 534,7 ათასი ლარით მეტია, ხოლო გადასახდელების ნაწილში ბიუჯეტი განისაზღვრა 8 402,0 ათასი ლარითგაიზარდა, რაც 2019 წლის დამტკიცებულ გადასახდელებთან შედარებით 676,2 ათასი ლარით მეტია.
2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას გამოყენებულია მომავალი 2020 წლის ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთი 141,5 ათასი ლარი.
2019 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაიზარდა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის დაფინანსება 72,0 ათასი ლარით და განისაზღვრა 964.0 ათასი ლარით;
მოიმატა ბაღების გაერთიანების დაფინანსებამ 230,0 ათ. ლარით და განისაზღვრა 1 390,0 ათასი ლარით.
გაიზარდა ასევე ინფრასტრუქტურის, დასუფთავებისა და გარემოს დაცვის დაფინანსების ხარჯები 196,8 ათასი ლარით და ჯამში განისაზღვრა 1 942,3 ათასი ლარი. აქედან, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ხარჯები შეადგენს 687,3 ათასი ლარს.
ასევე გაზრდილია განათლების, კულტურის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის დაფინანსების ხარჯები.
2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 2019 წლის ზაფხულის სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარების ხარჯები;
ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის მთავარ პრიორიტეტულ მიმარულებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება – გზა ყველა სოფელს, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობა და კულტურის განვითარება.