“ამ ცხოვრების დედაც”-ქუთაისში სოლიდარობის აქცია გაიმართა.
სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას” წევრები თბილიში 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურნენ და ქვეყანაში ძალადობრივი სისტემის არსებობა გააპროტესტეს.
“ვაპროტესტებთ იმ ძალადობას, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს რეჟიმი შევცვალოთ. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში პოლიციის მსხვერპლი ძალიან ბევრი ლუკა სირაძე გვყავს,”-განაცხადეს აქციის მომაწილეებმა.
15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოზარდი მე-9 სართულიდან 12 დეკემბერს გადმოხტა. ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის სამართალდამცავებმა “მწანე სკოლის” ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების გამო დაკითხეს.